თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2025-2026 სასწავლო
წლის შემოდგომის სემესტრში სადოქტორო სემინარებისა და სამეცნიერო-კვლევითი
პროექტების ჩატარების ვადების და კომისიის წევრების დამტკიცების შესახებ თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2026 წლის 13 იანვრის N45/30 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლის მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 21–ე მუხლის მე–6 პუნქტისა და „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის დებულების დამტკიცების შესახებ“ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2025 წლის 3 თებერვლის N:6/2025 დადგენილების საფუძველზე,
ვბრძანებ:
შევიდეს ცვლილება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება N: 45/30, სადოქტორო პროგრამა „დემოგრაფიის“ დაცვის განრიგში და ნაცვლად 18 თებერვლისა მიეთითოს 13 თებერვალი და შესაბამისად, ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
სადოქტორო პროგრამა „დემოგრაფია“- 13 თებერვალი, 14:00 სთ
ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა უზრუნველყოს ბრძანების გაცნობა დაინტერესებულ პირთათვის.
ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.